გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

გიორგი ჩახუნაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

ბრალდების მხარის თქმით, გასათვალისწინებელია გიორგი ჩახუნაშვილის პროფესია, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება 20 ათას ლარიანი გირაოს ოდენობით.