1760126513
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ბაჩო ახალაიამ თითქმის 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დღეს 13:00 საათზე მივიდა. საქმე 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხებოდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.