ქუთაისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

პოლიციის ლენტი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მიყენებული დაზიანებების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.