ტრამპმა განაცხადა, რომ მადლიერების დღისთვის შესაწყალებელი ინდაურებისთვის სახელად საკუთარი ოპონენტების, დემოკრატი კონგრესმენების სახელები შეურჩია, თუმცა მერე გადაიფიქრა

მმ

 დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მადლიერების დღისთვის შესაწყალებელი ინდაურებისთვის სახელად ჩაკის და ნენსის დარქმევა სურდა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, მან ინდაურებს საკუთარი ოპონენტების, დემოკრატი კონგრესმენების, ჩაკ შუმერისა და ნენსი პელოსის სახელები შეურჩია, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ მათ არასდროს შეიწყალებდა და ინდაურებს გობლი და უოდლი დაარქვა.

ტრამპმა ასევე იხუმრა, რომ ფრინველების შეწყალება ხელახლა მოუხდა, რადგანაც 2024 წელს ბაიდენის მიერ ე.წ. ავტოპენით ხელმოწერილი შეწყალება ნამდვილი არ აღმოჩნდა.