1747854625
ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა ქვეყნის მოღალატე ბანდიტებს ჰქონდათ მიტაცებული

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა ქვეყნის მოღალატე ბანდიტებს ჰქონდათ მიტაცებული.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მათ კარგად იცოდნენ ბაიდენის კოგნიტიური პრობლემების შესახებ, ამ ფაქტს კი ბოროტად იყენებდნენ და პრეზიდენტის ავტომატურ ხელმოწერებს თავად აკონტროლებდნენ.
ტრამპი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ძალებმა ბაიდენისგან დამოუკიდებლად მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც ქვეყნის საზღვრის გახსნაა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს ქვეყნის ნგრევისკენ მიმართული, უმაღლესი დონის ღალატია და დროა ეს პირები მკაცრ პასუხისგებაში მიეცნენ.
ტრამპი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენის კიბოს დიაგნოზი, ამერიკის პრეზიდენტისთვის გამოყოფილ საუკეთესო ექიმებს გამოეპარათ.