ტრამპის ახალი ტარიფები მოსალოდნელზე დაბალი განაკვეთით ამოქმედდა - BBC

აშშ სენატი

პარასკევს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური იმპორტული ტარიფების დიდი ნაწილი დაბლოკა, რის შედეგადაც,  ძალაში შევიდა ახალი, 10%-იანი გლობალური ტარიფები.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სულ რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ახალი ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც 24 თებერვლიდან ამოქმედდებოდა.

ახალი ტარიფის განაკვეთი მოსალოდნელზე დაბალია, რადგან ტრამპმა შაბათს 15%-იანი ტარიფის დაწესება გამოაცხადა. თუმცა, ტარიფის გაზრდის ოფიციალური ბრძანება ჯერ არ გაცემულა. BBC-ი იუწყება, რომ კომენტარისთვის თეთრ სახლს დაუკავშირდა.

"ვფიქრობ, ეს მხოლოდ ქაოსსა და დაბნეულობას გაამწვავებს“, - განაცხადა საინვესტიციო ბანკ ING-ის ანალიტიკოსმა კარსტენ ბჟესკიმ, როდესაც სწრაფად ცვალებად ტარიფებსა და მათ ბიზნესზე გავლენას აფასებდა.

"გაურკვევლობის თვალსაზრისით, ჩვენ ისევ იმ მდგომარეობას დავუბრუნდით, სადაც გასულ წელს ვიყავით. ახლა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორების მხრიდან საპასუხო ზომების უფრო მაღალი რისკი არსებობს", - დასძინა მან.