ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

თეთრი სახლი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე მისმა ყოფილმა მოსამართლემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილემ, ნაზჰათ შამიმ ხანმა დაგმო სანქციები და განაცხადა, რომ ისინი ტრიბუნალის მუშაობას ვერ შეაჩერებენ.

ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავდა ანტაგონისტურ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ და წარსულშიც დაუწესებია სანქციები მისი პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის.

პარასკევს გადადგმული ნაბიჯი ბევრად შორს მიდის, რადგან ის შესაძლოა იმ კომპანიების დასჯასაც ითვალისწინებდეს, რომლებიც მომსახურებას უწევენ უშუალოდ სასამართლოს.

„პრეზიდენტი ტრამპი არასოდეს მისცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკელების დევნის უფლებას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„სწორედ ამიტომ, დღეს შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ჩვენ ავკრძალავთ ტრანზაქციებს ამ სასამართლოსთან, გადავუკეტავთ მათ რესურსებს და მათი ფუნქციონირების პარალიზებას მოვახდენთ“, - დასძინა მან.

✕