როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები
1791490220
საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის ადგილობრივი სტიპენდიის პროგრამა მოქმედებს.
მოცემულია იმ მუნიციპალიტეტების ნაწილი, სადაც 2026 წლის ბიუჯეტითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით წარჩინებული სტუდენტებისთვის მუნიციპალური სტიპენდიაა გათვალისწინებული:
ქობულეთი - 500 ლარი სემესტრში
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის დავით ხახუტაიშვილისა და ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია მოქმედებს.
სტიპენდია სემესტრში 500 ლარს შეადგენს და მას იღებენ სტუდენტები, რომელთა წინა სემესტრის საშუალო აკადემიური შეფასება A - 91 ქულა და მეტია.
განსაკუთრებული სოციალური კატეგორიებისთვის თანხა გაზრდილია და 1 000 ლარს შეადგენს. ასეთ სტუდენტებს შორის არიან სოციალურად დაუცველი, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტები, დადგენილი პირობების შესაბამისად.
ახმეტა - 625-დან 1 000 ლარამდე სემესტრში
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისთვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდია მოქმედებს. სტიპენდიის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ... სრულად