ტრამპი: ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება - სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ლიბერალური იდეოლოგია და მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობები.

„ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება: სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი. იცით, სიტყვა „პროგრესივიზმი“ ისეთი კარგი სიტყვაა, მათ ძალიან უყვართ მისი გამოყენება, თუმცა რადიკალური მემარცხენეები ამ სიტყვის გამოყენების საშუალებას მათ უკვე აღარ აძლევენ“, - განაცხადა ტრამპმა.