ტრამპი თუ გრენლანდიაში შეიჭრება, ეს NATO-ს დასასრული იქნება - მეტე ფრედერიქსენი

მეტე ფრედერიქსენი

ტრამპი თუ გრენლანდიაში შეიჭრება, ეს NATO-ს დასასრული იქნება, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადებები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

„როდესაც ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდია სურს, ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. თუმცა, მე ასევე ნათლად განვაცხადებ, რომ თუ აშშ გადაწყვეტს NATO-ს წევრ სხვა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმას, მაშინ ყველაფერი შეჩერდება, მათ შორის NATO და შესაბამისად, უსაფრთხოება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამყარდა“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

დანიას მხარდაჭერა ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გამოუცხადა.