ჯორჯია მელონის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, იტალია უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის

ჯორჯია მელონი

 იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, იტალია უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის.

როგორც "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ იტალიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მელონიმ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების მიმართ.

ამავდროულად, გაიმეორა იტალიის მთავრობის პოზიციის უცვლელი დებულებები გარანტიების საკითხზე. კერძოდ, უარი იტალიური ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების თაობაზე.