ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
ბრუნო მარსი სოლო ფორმატს უბრუნდება - მუსიკოსმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მუსიკოსს რელიზის დეტალებზე არაფერი უთქვამს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ბოლო სოლო ნამუშევარი 24K Magic თითქმის 10 წლის წინ გამოვიდა.
2021 წელს მარსმა დუეტ Silk Sonic-ის შემადგენლობაში გამოუშვა ალბომი An Evening with Silk Sonic, 2024 წელს კი მსმენელს შესთავაზა დუეტები ლედი გაგასთან (Die With a Smile) და როზესთან (Apt).
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარსის ახალი ალბომი შესაძლოა მარტში გამოვიდეს, პირველი სინგლს კი შესაძლოა უკვე 9 იანვარს მოვისმენთ.