როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ შემდეგ
1767815786
ბლოგერი იულია ბურცევა მოსკოვის კერძო კლინიკაში კოსმეტიკური პროცედურის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა - ინფორმაცია ამის შესახებ meduza-მ გაავრცელა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის კერძო კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით რაც გულისხმობს პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულებას, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
გამომძიებლების ცნობით, 4 იანვარს, ტოკმაკოვის შესახვევში მდებარე კერძო კლინიკაში სამედიცინო პროცედურების, მათ შორის კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. იგი ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Telegram-ის არხებში ვრცელდება ცნობა, რომ ბურცევას დუნდულების გადიდების პროცედურა ჩაუტარდა. პროცედურის დროს მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
გარდაცვლილი ბლოგერი იულია ბურცევა 38 წლის იყო. დუნდულების აუგმენტაცია ბოლო წლებში საკმაოდ მოთხოვნადი პროცედურა გახდა, მისი მეშვეობით არაერთმა ქალმა შეძლო სხეულის ამ ნაწილის მოდელირება, როგორც კოსმეტიკური ასევე, პლასტიკური ქორურგიის მეშვეობით.
დუნდულების მოდელირება დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. როგორ უნდა მოხდეს პაციენტის მომზადება პროცედურისთვის ამის შესახებ ცნობილი ლამაზმანების ექიმი ელენა ვარაზი გვესაუბრა.
- მეც ვნახე სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია. როგორც ჩანს, ტარდებოდა დუნდულების აუგმენტაცია ფილერით, რის შემდეგაც გოგონა გარდაიცვალა ანაფილაქციით. სამწუხაროდ, ასე ხდება როცა პროცედურას ატარებს არაპროფესიონალი ადამიანი. აქ გარდაცვალება აუგუმენტაციის გამო კი არ დადგა, გარდაცვალება დადგა ანაფილაქსიური შოკის შედეგად. ეს არის სწრაფი ალერგიული რეაქცია გამაყუჩებელზე, რის გამოც წინასწარ აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო ალერგიული სინჯი. ეს რომ ყოფილიყო გამოცდილი სპეციალისტი, შესაძლებელი იქნებოდა მარტივი ადრენალინით პაციენტის გადარჩენა.
- საქართველოშიც ძალიან მოთხოვნადია დუნდულების აუგმენტაცია…
- ძალიან პოპულარულია აუგმენტაცია. ხშირად მომმართავენ მკერდის აუგმენტაციის მოთხოვნით რაზეც უარს ვეუბნები. არანაირი ცდები არ არის ჩატარებული იმაზე რა შედეგს გამოიღებს მომავალში. დუნდულების აუგმენტაციაზე ვმუშაობ აქტიურად, მოთხოვნადია. მთელი რიგი პროცედურების ჩატარებაა საჭირო ბოდიფილერის გაკეთებაზე. სწორად უნდა მოხდეს ანამნეზის შეგროვება და პროცედურის დაგეგმვა. აუცილებელია ალერგიული სინჯის გაკეთება, გარკვეული უნდა იყოს ხომ არ იღებს ანტიდეპრესანტებს და სისხლის გამათხელებლებს. ყველა პაციენტმა უნდა მოითხოვოს ექიმის განათლების მქონე სპეციალისტი. ექიმი არასოდეს დამალავს დიპლომს. ჯანდაცვის სამინისტრო რთულ ინექციებზე მუშაობის უფლებას მხოლოდ დერმატო-ვენეროლოგებს და ქირურგებს აძლევს.
- დუნდულების მოდელირების ორი გზა არსებობს კოსმეტოლოგიური და პლასტიკური ოპერაცია, რომელს აქვს უფრო ნაკლები გართულების რისკი?
- რისკი პლასტიკურ ქირურგიაში უფრო მეტია, ვიდრე კოსმეტოლოგიურ პროცედურაში. ოპერაციის გაკეთებამდე ბევრი ეტაპი უნდა გაიაროს ადამიანმა. პრეპარარების 90 პროცენტი შეიცავს ლიდოკაინს, მაგრამ ამან შესაძლოა გამოიწვიოს უბრალოდ შეშუპება, მაგრამ როცა ის ინექციის სახით შეგყავს ორგანიზმში იწვევს შოკს, თუ წინასწარ არ არის გაკეთებული ალერგიული სინჯი. დიდი რისკია ასევწ ინფექციის აკიდების და შემდეგ ვერც დაამტკიცებ რომ ინექციური პროცედურის შედეგად მოხდა ეს. ამიტომ მსგავსი პროცედურები უნდა ჩატარდეს კლინიკაში და ის უნდა ჩაატაროს დიპლომირებულმა ექიმმა.