„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
ბლოგერი იულია ბურცევა მოსკოვის კერძო კლინიკაში კოსმეტიკური პროცედურის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ meduza ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის კერძო კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით რაც გულისხმობს პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულებას, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
გამომძიებლების ცნობით, 4 იანვარს, ტოკმაკოვის შესახვევში მდებარე კერძო კლინიკაში სამედიცინო პროცედურების, მათ შორის კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. იგი ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Telegram-ის არხებში ვრცელდება ცნობა, რომ ბურცევას დუნდულების გადიდების პროცედურა ჩაუტარდა. პროცედურის დროს მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
გარდაცვლილი ბლოგერი იულია ბურცევა 38 წლის იყო. ის ინსტაგრამზე მისი და მისი მეუღლის იტალიაში ცხოვრების შესახებ ისტორიებს აზიარებდა. მას 70 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.