ტრამპი ნატოს „ქაღალდის ვეფხვს“ უწოდებს და მოკავშირეებს აკრიტიკებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა და ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

პრეზიდენტმა ჩამოთვალა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც, მისი თქმით, ირანთან დაკავშირებულ მის მისიაში მხარდაჭერა არ გამოუცხადეს. კრიტიკის სამიზნე გახდნენ: ავსტრალია, სამხრეთ კორეა, იაპონია

„ნატო არ დაგვეხმარა“, - განაცხადა ტრამპმა. „სამაგიეროდ, საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შესანიშნავად მოიქცნენ.“

პრეზიდენტი ტრამპი ოთხშაბათს, ვაშინგტონში, ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ მხარეები ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.