ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ირანთან კონფლიქტის დროს გამოჩენილი პოზიციის გამო. მისი განცხადებით, ამ დაპირისპირებამ ნატოზე დატოვა „კვალი, რომელიც არასდროს გაქრება“.
პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა: „უნდა გითხრათ, რომ ნატოთი ძალიან იმედგაცრუებული ვარ“.
ტრამპის თქმით, ალიანსის წევრებს დახმარების სურვილი მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სიტუაცია შეიცვალა. „ისინი [ნატოს დელეგაცია] ჩემთან ოთხშაბათს მოდიან და მოულოდნელად ახლა მოუნდათ დახმარების გამოგზავნა“, - აღნიშნა მან.