ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია

ტრამპი

ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„მათ არ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო ძალები, არ ჰყავთ სამხედრო-საჰაერო ძალები, არ აქვთ ვალუტა, არ უხდიან ხელფასს თავიანთ ჯარისკაცებსა თუ პოლიციელებს, ინფლაციამ 300%-ს მიაღწია, ხოლო მათი ხელმძღვანელობა სრულ ქაოსშია და უუნაროა, ჯეროვნად წარმოადგინოს ქვეყანა“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ერთადერთი, რაც მათ გააჩნიათ, ეს არის აშშ-ის „ყალბი ამბები“ (FAKE NEWS), საკუთარი მომიტინგეების დახოცვის მზაობა (ახლა უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული. ისინი უნდა გასამართლდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის!) და „ბოდვების“ კარგი უნარი“, - დასძინა მან.