ტრამპი აცხადებს, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე, შესაძლოა, სამშაბათი იყოს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „განადგურება“ ერთ ღამეშია შესაძლებელი და დასძინა, რომ ეს ღამე „შესაძლოა“ სამშაბათი საღამო იყოს.

„მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს ღამე, შესაძლოა, ხვალინდელი ღამე იყოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი თეირანს „ჯოჯოხეთის“ მოწყობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათამდე (თბილისის დროით 04:00 საათი, ოთხშაბათი), არ გაფორმდება შეთანხმება გლობალური ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე მოძრაობის აღდგენის თაობაზე.