ტრამპი: აშშ-ის ძალისხმევით, რუსეთისა და ბელარუსის ციხეებიდან პოლონეთისა და მოლდოვის მოქალაქეები გაათავისუფლეს

ტრამპი

აშშ-ის ძალისხმევით, რუსეთისა და ბელარუსის ციხეებიდან პოლონეთისა და მოლდოვის მოქალაქეები გაათავისუფლეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორისაა პოლონეთის სამი და მოლდოვის ორი მოქალაქე.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა.

„ჩემი მეგობარი, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გასული წლის სექტემბერში შემხვდა და მთხოვა, დავხმარებოდი ანდჟეი პოჩობუტის ბელარუსის ციხიდან გათავისუფლებაში. დღეს პოჩობუტი ჩვენი ძალისხმევის წყალობით თავისუფალია. შეერთებული შტატები ეხმარება მოკავშირეებსა და მეგობრებს. მადლობა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. ძალიან სასიამოვნოა!“ – წერს ტრამპი.