ტრამპი: აიათოლა ალი ხამენეი შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის გამო ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს

ტრამპი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის გამო ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ ის ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს. დიახ, უნდა იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან პირდაპირი ზომების მიღებისგან თავი შეიკავა, მისი ქმედებები მხარს უჭერდა დემონსტრანტებს, რომლებიც ირანის ქუჩებში იყვნენ გამოსული.

გარდა ამისა, ტრამპმა ამერიკის მიერ ივნისში ირანის სამი ბირთვული ობიექტის დაბომბვის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ მათ ზურგს ვუმაგრებდით. და შეხედეთ, ეს ქვეყანა ახლა ჩვენ გამო ქაოსშია. ჩვენ შევედით და მათი ბირთვული ობიექტები გავანადგურეთ. თუ ჩვენ არ გავანადგურებდით ამ ბირთვულ ობიექტებს, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ გვექნებოდა, რადგან არაბულ ქვეყნებს ამის გაკეთება არასდროს შეეძლოთ. მათ ძალიან, ძალიან ეშინოდათ ირანის. ახლა მათ ირანის აღარ ეშინიათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.