ტრამპი აღიარებს, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილების“ მიღების დრო ახლოვდება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს აღიარა, რომ ირანთან დაკავშირებით რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან დიპლომატიურმა ძალისხმევამ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო.

„ჩვენ დიდი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები“, - განუცხადა მან კორპუს-კრისტიში (ტეხასის შტატი) შეკრებილ ხალხს.

ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება „არ არის მარტივი“ და აღნიშნა, რომ ირანი დიდი ხანია ჩართულია მავნე ქმედებებში.

„ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომელიც უკვე 47 წელია ხალხს ფეხებსა და ხელებს აგლეჯს“, - თქვა მან.

„მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი შეთანხმება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავდოთ მნიშვნელოვანი შეთანხმება“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „მირჩევნია ეს მშვიდობიანი გზით გავაკეთო, მაგრამ ისინი ძალიან რთული ხალხია“.