1772193240
როდემდე გაგრძელდება წვიმა და თოვა - განახლებული პროგნოზი
მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ნალექი შესუსტდება და ტემპერატურა მოიმატებს.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისი-ზესტაფონის ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მთიან რეგიონებში თოვლი. ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება თბილისში 28 თებერვალსაც.
პირველი მარტიდან, აღმოსავლეთ საქართველოში შეწყდება ნალექი, თუმცა ცალკეულ რაიონებში მაინც დარჩება. 2 მარტიდან ტემპერატურა მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში 2 მარტის ჩათვლით, ცივი ამინდები შენარჩუნდება.
1-ელ მარტამდე საქართველოში დაახლოებით იქნება 2-4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო 3 რიცხვიდან დაიწყება ტემპერატურის მომატება“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.












