თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
2026–2027 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტებში სტუდენტთა მისაღები რაოდენობა შეიცვალა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, ცვლილებები შეეხო როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა შემცირდა. თუ აქამდე 140 ადგილი იყო განსაზღვრული, განახლებულ სიაში 125 ადგილია მითითებული.
ფილოსოფიის პროგრამას 5 ადგილი დაემატა, ხოლო კულტურის კვლევების პროგრამას 5 ადგილი მოაკლდა. 30-ის ნაცვლად 25 სტუდენტი მიიღება.
არაბისტიკის მიმართულებაზე ადგილების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 45 გახდა. არმენოლოგიაზე მისაღები ადგილები 10-ით გაიზარდა და 20-ს მიაღწია. ებრაისტიკის პროგრამაზე კი 5 ადგილი შემცირდა და 15 გახდა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილების რაოდენობა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაზე. თუ ადრე 100 ადგილი იყო გათვალისწინებული, ახლა 220 ადგილია განსაზღვრული.
გერმანულ ფილოლოგიაზე ადგილები 20-ით შემცირდა და 30 გახდა, ხოლო რუსულ ფილოლოგიაზე 50-იდან 15-მდე შემცირდა.
ცვლილება შეეხო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამასაც. აქამდე განსაზღვრული 1800 ადგილის ნაცვლად, განახლებულ სიაში 1765 ადგილია მითითებული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე საინჟინრო პროგრამაზე მისაღები ადგილები გაიზარდა. მშენებლობის პროგრამაზე ადგილების რაოდენობა 260-იდან 310-მდე გაიზარდა. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროგრამაზე 210-ის ნაცვლად 310 სტუდენტი მიიღება.
საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პროგრამაზე ადგილების რაოდენობა 50-იდან 60-მდე გაიზარდა.
თუმცა, შემცირდა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამაზე მისაღები ადგილები. 210-ის ნაცვლად 110 ადგილია განსაზღვრული. ასევე, მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის პროგრამებზე თითოეულს 5-5 ადგილი მოაკლდა და 25-25 სტუდენტი მიიღება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
განახლებული ჩამონათვალის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატა ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა. კომპიუტერული მეცნიერება, რომელზეც 20 სტუდენტის მიღებაა განსაზღვრული.