1766497440
ტრამპების მისალოცი ბარათი კრიტიკის სამიზნე გახდა
თეთრმა სახლმა ტრადიციული საშობაო ბარათი გაავრცელა. ფოტოზე აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ფოტოგრაფის წინ ხელჩაკიდებულები პოზირებენ, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.
მელანიამ ფოტოსესიისთვის დახურული, გრძელი შავი კაბა მოირგო, ხოლო დონალდ ტრამპი ამავე ფერის შარვალ-კოსტუმში მოგვევლინა.
ტრამპების მისალოცი ბარათი კრიტიკის ობიექტი გახდა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, წყვილის სახის გამომეტყველება სადღესასწაულო განწყობას არ ასხივებს. საზოგადოების ნაწილის თქმით, ამ ყველაფერმა მათ დაკრძალვის ცერემონია გაახსენა.











