გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი: აღკვეთის ღონისძიების საკითხს რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ

ლილუაშვილის ადვოკატი

აღკვეთის ღონისძიების საკითხს რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მისი თქმით, ლილუაშვილს დასამალი არაფერი აქვს.

„საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს, უპასუხოს [კითხვებს]. ყველაფერი გამოჩნდება საქმის არსებითი განხილვის დროს. რაც დავადასტურე, რაც ვთქვი ბატონი გრიგოლის გადმოცემით, იმას ვადასტურებ”, - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა - გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.

გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.