თუ საცივს სუფრაზე 6 საათზე მეტხანს დააყოვნებთ, უნდა გადააქციოთ, მისი შენახვა აღარ შეიძლება - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

საცივი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, ირაკლი არაბულის თქმით, თუ კერძს სუფრაზე 6 საათს ან მეტხანს დააყოვნებთ, მისი შენახვა და მირთმევა აღარ შეიძლება. 

„მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქტი, რაც საახალწლო სუფრაზე დევს და რასაც მივირთმევთ იყოს უვნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ საცივს და არა მხოლოდ, სუფრაზე 6 საათზე მეტხანს დააყოვნებთ, უნდა გადააქციოთ, მისი შენახვა აღარ შეიძლება. 

მაიონეზიანი და ნიგვზიანი კერძები არის მალფუჭებადი. ასეთ პროდუქტებს მაცივარში შენახვის უფრო ნაკლები ვადა აქვთ. მაქსიმუმ შენახვის ვადა მაცივარში ასეთი კერძებისთვის არის 48 საათი“, - ამბობს ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.