ტრაგედია თურქეთში - ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 31 კი დაშავდა

ავარია თურქეთში

თურქეთის სამხრეთით, ჰათაის პროვინციაში რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად  12 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 3 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანა საპირისპირო ზოლში გადავიდა მას შემდეგ, როდესაც მძღოლმა  კონტროლი დაკარგა. ის 9 მანქანასა და ორ მიკროავტობუსს შეეჯახა.

რამდენიმე მანქანა, რომელსაც სატვირთო შეეჯახა ბენზინგასამართ სადგურთან იყო გაჩერებული. შეჯახების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 22 მანქანა და სამი სამაშველო ჯგუფი იყო გაგზავნილი.