1759236413
The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ ევროპაში სამხედრო ძალების შემცირებას გეგმავს

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ ევროპაში სამხედრო ძალების შემცირებას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელის პიტ ჰეგსეტის ახალი სტრატეგია ევროპაში არსებული სამხედრო რესურსების გადამისამართებაა.
ჰეგსეტის ახალი სტრატეგია ევროპის კონტინენტიდან ათიათასობით ამერიკელი სამხედროს გაყვანას გულისხმობს, სადაც ამჟამად რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.
The Washington Post-ი წერს, რომ აღნიშნული ცვლილებები ევროპელ მოკავშირეებთან ერთობლივი წვრთნის მკვეთრ შემცირებასაც გამოიწვევს.
შემცირდება ნატოს დაფინანსებაც, ვინაიდან ევროპულმა სახელმწიფოებმა თავიანთი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.