The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი

ირანი

აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ ხომალდებს აქვთ ვერტმფრენების გაშვების შესაძლებლობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გემებზე ასვლისა და შემოწმების ოპერაციებისთვის.

გარდა ამისა, მათ შეუძლიათ კომერციული გემების მობილიზება და მათი სპეციალურ ზონებში დაკავება.

გადამდგარი ვიცე-ადმირალის, კევინ დონეგანის განმარტებით, ამერიკული ხომალდები, სავარაუდოდ, ჰორმუზის სრუტის მიღმა იმოქმედებენ, რათა თავიდან აიცილონ ირანის მხრიდან მომავალი პირდაპირი საფრთხეები.

ექსპერტების შეფასებით, ბლოკადის გააქტიურება მიზნად ისახავს რეგიონში ტვირთბრუნვის კონტროლსა და მოწინააღმდეგე მხარეზე ეკონომიკური თუ სამხედრო ზეწოლის გაძლიერებას.