The New York Times: რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ესწრება G20-ის შეხვედრას აშშ-ში

ანტონ სილუანოვი

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ აშვილში მიმდინარე G20-ის მინისტერიალს ესწრება, - წერს გამოცემა The New York Times-ი.

ეს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ფინანსური უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ ფორმატს პირადად უერთდება.

სილუანოვის გამოჩენამ უხერხული ვითარება შექმნა G20-ის ევროპელი წარმომადგენლებისთვის, რომელთა მთავრობებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას.

ევროპელი დიპლომატები ცდილობენ, რუსეთი გლობალური ეკონომიკისა და დიპლომატიური ასპარეზისგან სრულ იზოლაციაში მოაქციონ.

შესაბამისად, ისინი ყოველგვარ ნაბიჯს ერიდებიან, რაც შესაძლოა პოლიტიკის ცვლილებად იყოს აღქმული - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი კიევის უწყვეტ დაბომბვას განაგრძობს.