1770743848
სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით, ბრიუსელში ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, ჩვენ უარვყოფთ „ევროპის შეერთებულ შტატებს“, პირველ ადგილზე უნგრელებს ვაყენებთ - ორბანი
სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით, ბრიუსელელები ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ცენტრალიზებულად მართული სისტემა ნიშნავს უნგრელი ფერმერებისთვის ნაკლებ მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის შემცირებას, კომუნალური გადასახადების არშემცირებას და უცხოური მრავალეროვნული კომპანიებისთვის მეტი ძალაუფლების გადაცემას.
„ჩვენ უარვყოფთ „ევროპის შეერთებულ შტატებს“ და პირველ ადგილზე უნგრელებს ვაყენებთ“, – წერს ვიქტორ ორბანი.
Steering away from a Europe of sovereign nations, the Brusselians are scheming to build a centralised empire. Unfortunately, a centrally run system means less support for our farmers, fewer small businesses, no utility price cuts, and more power handed over to foreign… pic.twitter.com/yr7sBYIinR
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 10, 2026











