1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17-ე პაკეტი შეათანხმა. დღეს ელჩების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება, მომდევნო კვირას საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა დაამკტიცონ.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ თუ კრემლი უარს იტყვის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ სანქციების კიდევ ერთ პაკეტი დაწესდება. გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა არ მიუცია არც უნგრეთს, რომელმაც წელს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაბლოკვა ორჯერ სცადა.
სანქციების მთავარი სამიზნე რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტია", რომელსაც კრემლი სანქციების გვერდის ავლით ნავთობით ვაჭრობისთვის იყენებს. ამ დრომდე, ევროკავშირმა "ჩრდილოვანი ფლოტის" 153 ტანკერი დაასანქცირა.
ახალი პაკეტით კიდევ 189 ტანკერის სანქცირებაა გათვალისწინებული. შავ სიაში მოხვდება კიდევ 75 ფიზიკური პირი და კომპანია. მე-17-ე პაკეტი ასევე კრძალავს ევროკავშირში წარმოებული ქიმიკატების ექსპორტს, რაც შეიძლება რაკეტების წარმოებისთვის გამოიყენონ.