„სქაი ნიუსი“ – დიდ ბრიტანეთში მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ

ენერგეტიკული

დიდ ბრიტანეთში მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ. გამოცემა „სქაი ნიუსის“ ცნობით, საუბარია იმ ენერგეტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 ან მეტ მილიგრამ კოფეინს შეიცავს.

გამოცემის ინფორმაციით, ისეთმა სასმელებმა, როგორებიცაა Red Bull, Monster, Relentless და Prime უკვე მიიღეს გაფრთხილება, რომ მოზარდებისთვის მათი მიღება რეკომენდებული არ არის.

ცნობილია, რომ აკრძალვა არ შეეხება ყავას, ჩაის და გამაგრილებელ სასმელებს. მოზარდები აკრძალული სასმლის შეძენას ჰიპერმარკეტებთან ერთად ვერც მიტანის სერვისით ვერ შეძლებენ. მისი ყიდვა აიკრძალება კაფე-ბარებსა და ხემსის აპარატებში.

როგორც ცნობილია, გაფრთხილების შემდეგ კონკრეტული პროდუქტები დახლებიდან ნებაყოფლობით უკვე აიღეს დიდმა მაღაზიებმა, თუმცა მცირე ზომის მაღაზიებში პროდუქტები მოზარდებისთვის კვლავ გაიყიდება.

კოფეინის მაღალი შემცველობის სასმელებზე ისაუბრა ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრმა, შერონ ჰოჯსონმა. მისი თქმით, რიგი სასმელები მოზარდებზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„ჩვენ ვიცით ახალგაზრდებისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. ის გავლენას ახდენს მათ ძილზე, გაკვეთილზე კონცენტრაციასა და ქცევაზე“, – განაცხადა შერონ ჰოჯსონმა.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში მოზარდებისთვის შეზღუდვა სოციალურ ქსელებზეც დაწესდა. ახალგაზრდებს მობილური აპლიკაციების გამოყენება შუაღამიდან დილის ექვს საათამდე აღარ შეეძლებათ.