სომხური მედია: სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის უფლება ექნებათ სომხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი წელი მუდმივად ცხოვრობდნენ სომხეთში

სომხეთის დროშა

სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის უფლება ექნებათ სომხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი წელი მუდმივად ცხოვრობდნენ სომხეთში. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და ადგილობრივ რეფერენდუმებში მონაწილეობისთვის ქვეყანაში ერთწლიანი ცხოვრების ეს მოთხოვნა გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც.

როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი წარადგინა და მოსახლეობას მიმართა. ახალი კონსტიტუციის პროექტი სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

✕