მერცი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრებასთან „მიახლოებული“ იქნება

ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს

ბერლინში ორშაბათს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის შეხვედრა გაიმართა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნის ნატოში გაწევრებასთან „მიახლოებული“ იქნება. მერცმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 2008 წელს კიევის ალიანსში არმიწვევა შეცდომა იყო.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამასთან, მან მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს „სახიფათო“ პროვოკაციები პოლონეთში.

გარდა ამისა, მერცის თქმით, მიმდინარე კვირაში განიხილება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის შემდგომი გაძლიერება, რომელიც „იმაზე მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე აქამდე“.

✕