ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
სომხეთის ეროვნულმა კრებამ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით და სრულად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში „რეფერენდუმის შესახებ“.
„არმენპრესის“ ცნობით, კანონპროექტების პაკეტი „სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის“ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და „რეფერენდუმის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, წარადგინა ეროვნული კრების დეპუტატმა ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“ ალხას ღაზარიანმა.
შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომ ეროვნული კრების არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ენიჭებათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც კენჭისყრის დღემდე 48-ე დღის (ხოლო ეროვნული კრების რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში - 28-ე დღის) წინარე 730 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, არანაკლებ 366 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სომხეთში.
კანონის მიხედვით, ამომრჩევლის სტატუსის დასადგენად ათვლის წერტილად განსაზღვრულია კენჭისყრამდე 48-ე დღე (რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში - 28-ე დღე). სწორედ ამ თარიღიდან უკუმიმართულებით ითვლება 730-დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქალაქეს, ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, სომხეთში ფაქტობრივად გატარებული უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 366 დღე.
თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით შემოთავაზებულია, რომ ხმის მიცემის უფლება მიეცეთ სომხეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არჩევნების დღისთვის შეუსრულდათ 18 წელი და აკმაყოფილებენ ორ ძირითად პირობას. პირველი პირობაა, რომ ისინი არჩევნებამდე, სულ მცირე, 6 თვით ადრე უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი იმ თემის მოსახლეობის რეესტრში, სადაც არჩევნები ტარდება. მეორე პირობა მოითხოვს, რომ კენჭისყრამდე 48-ე დღის (რიგგარეშე არჩევნებისას - 28-ე დღის) წინა 730-დღიან პერიოდში, მოქალაქემ ფაქტობრივად სომხეთში დაყოს, სულ მცირე, 366 დღე.