სკოტ ბესენტი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვის მიზნით სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავს

სკოტ ბესენტი

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვის მიზნით სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

როგორც ბესენტი აცხადებს, ეს უკრაინაში ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნული განცხადება ბესენტმა აშშ-ის სენატის ფინანსური კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა.

„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას. პრეზიდენტმა უკვე დააწესა სანქციები „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ და ამან შედეგი მოიტანა. რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. მოლაპარაკებას გასულ შაბათს მეც ვესწრებოდი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი“, - თქვა ბესენტმა.