რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს - სპეციალისტების პროგნოზი
1782590353
ევროპაში ანომალიური სიცხის ტალღა გრძელდება, რის გამოც კონტინენტის მასშტაბით ტემპერატურის ახალი რეკორდები დამყარდა. გერმანიაში ტემპერატურამ ზედიზედ მეორე დღეა ყოველგვარ რეკორდს გადააჭარბა და 41.5°C-ს მიაღწია, ჩეხეთსა და დანიაში კი აბსოლუტური სინოპტიკური რეკორდები 40.8°C და 37°C მაჩვენებლებით მოიხსნა.
სავარაუდოდ, ევროპაში 150 მილიონი ადამიანი ამჟამად 35°C-ზე მაღალ ტემპერატურას განიცდის. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სიცხის ტალღას ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე „ძლიერი გავლენა“ ექნება.
მეცნიერთა განცხადებით, ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტია, რაც არქტიკის დნობასა და ჰაერის ნაკადების ცვლილებას უკავშირდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზაფხულის ასეთ ადრეულ პერიოდში ასეთი სიცხე 50 წლის წინ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა და მომხდარში „ცალსახად“ კლიმატის ცვლილებას ადანაშაულებენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ექსტრემალური ტემპერატურა ორშაბათამდე შენარჩუნდება, თუმცა კვირის ბოლოსკენ კონტინენტის დასავლეთიდან მომავალი გრილი ჰაერის მასები ვითარებას შეამსუბუქებს.