„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ილაპარაკეს.
შეხვედრაზე ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე დაკავშირებადობისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.