სიკვდილის ძლიერი სუნი დგას... - ვენესუელის მოქალაქეები მძიმე ტექნიკის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

 ვენესუელა

ვენესუელის მოქალაქეები, რომელთა ნათესავებიც ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ კვლავ დაკარგულად ითვლებიან, მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად მძიმე ტექნიკას ითხოვენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკარგულთა ოჯახის წევრები უკმაყოფილოები არიან, რომ ნანგრევების გასაწმენდად საკმარისი ტექნიკა არ არის მობილიზებული.

„ჩვენ ტექნიკა გვჭირდება. მთელი ეს ნანგრევები მძიმეა; მაშველებს თავად არ შეუძლიათ მათი გადატანა. უბრალოდ, არ შეუძლიათ“, - განუცხადა მედიას ერთ-ერთი დაკარგულის ოჯახის წევრმა.

33 წლის სამრეწველო ინჟინერმა, ალეხანდრო სერანომ განაცხადა, რომ ჩამონგრეული შენობის ადგილზე „სიკვდილის ძლიერი სუნი“ დგას. მან დასძინა, რომ ტექნიკის ოპერატორები, რომლებიც ნანგრევების გასუფთავებაში დახმარებას დაჰპირდნენ, ჯერ კიდევ არ გამოჩენილან.