სიდნი სვინი თავისი ნაბანი წყლით დამზადებულ საპონს უშვებს

სიდნი სვინი

 გვინეტ პელტროუსა და ჯეიკობ ელორდის შემდეგ, სიდნი სვინი ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც თავისი ფანებისთვის უცნაურ ნივთს უშვებს გასაყიდად — საკუთარი ნაბანი წყლისგან დამზადებულ საპონს.

ეიფორიას ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალიზებული მსახიობია ჰოლივუდში და ხშირად იღებს არასასურველ კომენტარებს თავის სხეულთან დაკავშირებით ფანებისგან — ზოგიერთ მათგანს მისი აბაზანის წყლის დალევის სურვილიც კი გამოუხატავს.

"როდესაც ფანები შენი აბაზანის წყალს ითხოვენ, შეგიძლია ეს ან დააიგნორო, ან ეს იდეა Dr. Squatch-ის საპნად გადააქციო," — განაცხადა სვინიმ პრესრელიზში, რომელშიც თავისი ახალი საპონი "Bathwater Bliss" წარადგინა. 

ახალი საპონი შეიცავს ექსფოლიაციისთვის საჭირო ქვიშას, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტს და, ცხადია, თავად სვინის ნაბან წყალს.

"ეს უცნაურია — მაგრამ ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მომწონს, რომ შევქმენით რაღაც დაუვიწყარი, რომელსაც საოცარი სუნი აქვს და ისეთივე ეფექტურია, როგორც სხვა Dr. Squatch-ის პროდუქტები," — დასძინა სვინიმ. "იმედია, ეს დაეხმარება კაცებს, გააცნობიერონ ყოველდღიური პირადი ჰიგიენის პროდუქტების რეალობები და მათ ბუნებრიობისკენ უბიძგებს."

სიდნი სვინის ნაბანი წყლოთ მხოლოდ 5,000 ცალი საპონი დამზადდება. საპონი გაყიდვაში ოფიციალურად 6 ივნისიდან ჩაეშვება. 

ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში სვინიმ საპნის დამზადების პროცესი უფრო დეტალურად აღწერა: "როდესაც [Dr. Squatch-ის] გადაღებაზე ვიყავით, აბაზანა მომიმზადეს. აბაზანაში რეალურად ჩავწექი, საპონი გამოვიყენე, კარგი აბაზანა მივიღე, და სწორედ ეს წყალი გამოიყენეს საპნის დასამზადებლად. ასე რომ, ეს ნამდვილად ჩემი აბაზანის წყალია," — დაადასტურა მან.

"მინდოდა, საპონი ჩემს მშობლიურ გარემოსთან ახლოს ყოფილიყო, ამიტომ მას აქვს ძალიან ბუნებრივი სურნელი — ფიჭვის, მიწის ხავსისა და ნაძვის. ძალიან მამაკაცურად სუნია, მაგრამ ასევე ქალაქური აბაზანის წყალიც ურევია."