9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ვფიქრობ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. შესაძლოა, ეს დღეს მოხდეს. ჩვენ გვინდა ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ გვინდა მძევლების დაბრუნება და გვინდა ყველას ერთდროულად დაბრუნება. გვინდა ღაზის საკითხის მოგვარება. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ამ რეგიონის ლიდერებთან. ვფიქრობ, ახლოს ვართ რამე სახის შეთანხმების მიღწევასთან. დიახ, ჩვენ გვინდა მძევლების დაბრუნება. მე უნდა დავიბრუნო მძევლები. ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. შესაძლოა, დღეს მოხდეს. დიახ, შეიძლება, დღეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.