რატომ კვდება ფულის ხე - სპეციალისტები მთავარ შეცდომებს ასახელებენ
1767610980
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც სტარმერი აღნიშნავს, მას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბარი და მომხდარის შესახებ მეტი დეტალის გაგება სურს.
"პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ ფაქტები. მსურს, პრეზიდენტ ტრამპს და მოკავშირეებს ვესაუბრო. შემიძლია, სრულიად მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ამ სპეცოპერაციაში ჩართული არ ვყოფილვართ. როგორც იცით, მე ყოველთვის ვამბობ და მწამს, რომ ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო სამართალს, თუმცა, ვფიქრობმ ამ ეტაპზე, როდესაც მოვლენები ასე სწრაფად ვითარდება, უმჯობესია, დავადგინოთ ფაქტები და შემდეგ ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად," - განაცხადა კირ სტარმერმა.