1770671781
შეიარაღებული პირები ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ - დანაშაულის დეტალები იტალიიდან
სამხრეთ იტალიაში, ავტომაგისტრალზე გადაადგილების დროს შეიარაღებული პირები ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ.
ვრცელდება თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიც.
ნიღბიანმა პირებმა ფურგონს ჯერ გზა გადაუჭრეს, შემდეგ კი სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით, მიკროავტობუსის კარი ააფეთქეს.
ადგილზე მისულ პოლიციას მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაკავებულია 2 თავდამსხმელი, ნაწილმა კი გაქცევა მოახერხა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დანაშაული სამხედრო გამოცდილების მქონე პირებმა დაგეგმეს და განახორციელეს. უცნობია მოახერხეს თუ არა გაქცეულებმა თანხის წაღება.











