ნეაპოლში, ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს - იტალიური მედია დანაშაულის დეტალებზე
1788368808
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება.
სერგეი ლავროვის ცნობით, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალების დახურვის გადაწყვეტილება გერმანიის მიერ ბერლინში „რუსული სახლის“ მუშაობის შეჩერებაზე პასუხს წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, დაიხურება. მას შემდეგ, რაც იქიდან ჩვენი კულტურული ცენტრი გამოაძევეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ“, - აღნიშნა ლავროვმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, 1-ელ სექტემბერს გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული თავდასხმის მოწყობაში დაადანაშაულა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გამოაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - „რუსული სახლი“, ხოლო რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.