1788370800
არის თუ არა აუცილებელი ჯვრის ტარება - მოძღვრის პასუხი
არის თუ არა და რამდენად აუცილებელია ჯვრის ტარება - ამაზე ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საუბრობს.
„გოგონა შეყვარებულია ბიჭზე და ბიჭი - გოგონაზე, დაქორწინდნენ... მათი კანონიერი ქორწინებით ბედნიერი ოჯახი იწყება, ხომ? გარეგანი ნიშანი რა არის? ამ დროს ბიჭი საქორწინო ბეჭედს არ იკეთებს, კარგია? „რა მნიშვნელობა აქვს ბეჭედს“, გავიდა გარეთ და „უცოლო კაცი ვარ“. ხანდახან გარეგანი ჩემს შინაგანს გამოხატავს.
ქრისტეს ადგილი დედამიწაზე სად არის, სად მიუჩინა კაცობრიობამ ადგილი მაცხოვარს? ჯვარზე... ქრისტემ გამამართლებელი განაჩენი გამომიტანა, ამიტომ მე თუ ვსჯი ჩემს თავს, მე თვითონ ვსჯი მარადისობისათვის - „მიუტევე მამაო, რამეთუ არ იციან, რას აკეთებენ“ - საიდან იყო ეს?! - ჯვარი... ადგილი - ჯვარი, გამამართლებელი განაჩენი - ჯვარი, სად დამანახა, რომ ძალიან, ძალიან ვუყვარვარ - ჯვარი, სად გამოჩნდა ჩემი უსინდისობა, რომ საკუთარი თავი დავინახო, ვინ ვარ მე?! - როცა ღმერთი ჯვარზე ავიყვანე, აქაც ჯვარი... მე შემიძლია სია გავაგრძელო და გავაგრძელო... სად ჩნდება, რომ მე შემიძლია გავხდე ღმერთის ძმა, სადამდე უნდა ვუერთგულო - ისევ ჯვარი და ა.შ... და არ გავიკეთო?!
ეს იყო ზნეობრივი მხარე, ახლა მისტიკური მხარე... „ჯვარი ჩვენთვის არის ძალა ღვთისა“ - ესაა პავლე მოციქულის სიტყვები. ასევე, მათე მახარებელთან - „იგი არის ქრისტეს ნიშანი“; დამთავრდა, კიდევ ვჩხრიკო?! არის მისტიკური, ზნეობრივიც და ესკლესიის გამოცდილება ისტორიული - ჯვრის როგორ ეშინია ბოროტ ძალას“, - ამბობს მოძღვარი,












