დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, ქართველ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მაროკოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
შემთხვევა კვირას, 30 აგვისტოს, ნეაპოლის Centro Direzionale-ს რაიონში, Torre Luisa-სთან მოხდა.
მედიის ცნობით, ტერიტორიაზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა ქალის ყვირილი გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მათ საგანგებო კიბესთან შოკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე იპოვეს. იქვე იმყოფებოდა მამაკაციც, რომელმაც დაცვის თანამშრომლების დანახვის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა მალევე შეაჩერეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდნენ. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის გათვალისწინებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
დაკავებულ კაცს სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. საქმის გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.