1769540049
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე: საუდის არაბეთი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტთან მასუდ პეზეშკიანთან, რა დროსაც მას განუცხადა, რომ ოფიციალური ერ-რიადი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტახტის მემკვიდრემ პეზეშკიანს აგრეთვე განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ნებისმიერ მცდელობას „დიალოგის გზით არსებული უთანხმოების მოგვარების კუთხით“, რათა რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა გაძლიერდეს.
ირანის პრეზიდენტთა, თავის მხრივ, მოჰამედ ბინ სალმანს განუცხადა, რომ ოფიციალური თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ქვეყნებს ომს თავიდან აარიდებს.










