ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ ბალტიის ზღვის დახურვის შესახებ განაცხადეს

ჩრდილოვანი ფლოტი

თოთხმეტმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ ბალტიის ზღვის დახურვის შესახებ განაცხადა. ერთობლივი განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ტანკერები, რომლებიც დამალავენ თავიანთ წარმომავლობას, შეცვლიან დროშებს და აუცილებელი დოკუმენტების გარეშე გავლენ ზღვაში, დამრღვევებად გამოცხადდებიან და მათ დააკავებენ.

განცხადებას ხელს აწერენ ბელგია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ლიეტუვა, ლატვია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.