სამწუხაროა უზენაესი სასამართლოს დადგენილება, კარგი ამბავი არის ის, რომ თითქმის ყველა ქვეყანას სურს, შეინარჩუნოს შეთანხმება, იციან, ახლის დადება, შეიძლება, მათთვის გაცილებით უარესი იყოს - ტრამპი

დონალდ ტრამპი

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას, გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მის მიერ დაწესებული საერთაშორისო ტარიფები უკანონოდ იქნა ცნობილი.

დონალდ ტრამპმა მას „ძალიან სამწუხარო დადგენილება“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ „თითქმის ყველა“ ქვეყანას სურს არსებული სავაჭრო შეთანხმების გაგრძელება.

„კარგი ამბავი ისაა, რომ თითქმის ყველა ქვეყანასა და კორპორაციას სურს, შეინარჩუნოს შეთანხმება, რომელიც უკვე მიღწეულია, რადგან იციან, რომ ის იურიდიული ძალა, რომელიც მე, როგორც პრეზიდენტს, ახალი შეთანხმების დასადებად მაქვს, შეიძლება, მათთვის გაცილებით უარესი იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.